Microsoft-ის სისტემაში ქართული ლარის სიმბოლო გამოჩნდა
Microsoft-ის სისტემაში ქართული ეროვნული ვალუტის-ლარის სიმბოლოს გამოყენება უკვე შესაძლებელია. სიმბოლოს, უნიკოდის ცხრილებში მინიჭებული აქვს კოდი 20BE და Windows-ის ოპერაციულ სისტემებში ქართული კლავიატურის განლაგების (KA) Shift+L ღილაკების კომბინაციით გამოიყენება Windows 7, 8 და 8.1 ვერსიებისთვის. შესაბამისი განახლების გადმოწერა Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან არის შესაძლებელი (KB 3102429). ლარს თავისი სიმბოლო 2014 წლიდან აქვს, რომლის კონცეფცია ქართული მხედრული ანბანის ასონიშან ლასს ეფუძნება. ლარის სიმბოლოსთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა ლარის ბანკნოტებიც განაახლა. ახალი დიზაინის მქონე კუპიურები (20, 50 და 100 ლარიანი) მიმოქცევაში 2016 წლიდან შევა.
| Print |
FaceBook Twitter Google