შსს- მ ძაღლის მოკვლის ფაქტზე ძიება დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ ძაღლის შესაძლო მოკვლის ფაქტზე შსს-მ ძიება დაიწყო. როგორც speqtri.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებებს საგარეჯოს რაიონული სამმართველო აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უჯარმის დეპუტატმა კოტე ღოღელიანმა და გამგებლის წარმომადგენელმა უჯარმაში დავით აბელაშვილმა დაბმულ ძაღლს ყელი გამოჭრეს.
| Print |
FaceBook Twitter Google