ვანო ოტიაშვილის სახელობის ტურნირი საგარეჯოში
სოფელ გიორგიწმინდაში ა.ა.ი.პ სპორტ გაერთიანების ინიციატივით და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ქართულ ჭიდაობაში "ვანო ოტიაშვილის" სახელობის ტურნირი გაიმართა. ტურნირში ჭაბუკებთან ერთად გოგონებმაც მიიღეს მონაწილეობა. გოგონებში 35კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ლალი ხოსიტაშვილმა, მეორე თათა სუხიაშვილმა, ხოლო მესამე მარიამ ხოსიტაშვილმა. 40კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა სალომე გულისაშვილმა, მეორე ანი ასანიშვილმა, ხოლო მესამე ვარდო ბუჩაშვილმა. 50კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა თინიკო რევაზიშვილმა, მეორე მარიამ ლაფაჩიშვილმა, ხოლო მესამე მარიამ კოხტაშვილმა. ჭაბუკებში 27კგ. წონით კატეგორიაში გაიმარჯვა დავით კევლიშვილმა. 30კგ. წონით კატეგორიაში ლევან ღრეულმა. 35კგ. წონით კატეგორიაში თენგო ზირაქაშვილმა. 40 კგ. წონით კატეგორიაში ალექსი ზუკაკიშვილმა. 46 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი დურგლიშვილმა. 50კგ. წონით კატეგორიაში თენგო ხებრელაშვილმა. +50 კგ (მძიმე) წონით კატეგორიაში სანდრო სონიშვილმა. ვანო ოტიაშვილის პირადი მწრთვნელის, გია ხოსიტაშვილის მიერ დაწესებული თასი გადაეცა თენგო ზირაქაშვილს. სხვა წონით კატეგორიებში გამარჯვებულებს კი სამახსოვრო სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. აბსოლიტურ პირველობაში გამარჯვებულ ელდარ ჯიქიძეს საგარეჯოს გამგებლის წარმომადგენელის სოფ. გიორგიწმინდაში გიორგი ჭიაბერაშვილის და საკრებულოს დეპუტატის სოფ. გიორგიწმინდაში ივანე ბეჟიაშვილის მიერ დაწესებული პრიზი ჭედილა გადასცეს.
| Print |
FaceBook Twitter Google