"რა? სად? როდის?" გამარჯვებული ჩუმლაყის გუნდი გახდა
გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" საშემოდგომო სერიის ფინალური ტური ჩატარდა. ფინალური ტურის გამარჯვებული სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მეორე საპრიზო ადგილი არაშენდის, ხოლო მესამე - ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ გუნდს ბროლის ბუ გადაეცა. საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ და გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა, ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
| Print |
FaceBook Twitter Google