ძველი და ახალი შუამთის რეაბილიტაცია დაიწყო
ძველ, ახალ შუამთასა და იყალთოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 მლნ. 637 ათასი ლარია. პროექტის ფარგლებში სამივე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მოეწყობა საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშო და გაკეთდება ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ასევე ძველ შუამთაში და ახალ შუამთაში მოეწყობა, როგორც საკანალიზაციო, ასევე, სასმელი წყლის ჭაბურღილი. სამუშაოებს ქართული კომპანია შპს "ჯავა“ ახორციელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google