ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა თელავში
3 დეკემბერს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 14:00 საათზე გაიმართება საჯარო შეხვედრა ქალაქ თელავისა და თელავის თემის თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. შეხვედრის მიზანი 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვაა, სადაც საზოგადოებრივი ჯგუფები, სამოქალაქო სექტორის წარმომადენლები და მოქალაქეები გააცნობენ თვითმმართველობის წარმომადგენლებს საკუთარ პრობლემებსა და პრიორიტეტულ საკითხებს, რომლებიც უნდა აისახოს მომავალი წლის ბიუჯეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლები თავის მხრივ გააცნობენ მოქალაქეებს ბიუჯეტის პროექტში ასახულ პრიორიტეტებს, რის შესაძლებლობასაც იძლევა მათ განკარგულებაში არსებული რესურსი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: თვითმმართველი ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, ქალაქ თელავის მერი, არასამთავრობო ორგანიზაციები,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისი,რეგიონული განვითარების ცენტრი - თელავი ჩემი ქალაქია და სხვა.
| Print |
FaceBook Twitter Google