სიღნაღის მუნიციპალიტეტში შშმ პირებს ეტლები გადასცეს
საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარე მაია კვეზერელი და ორგანიზაციის თანამშრომლები, სიღნაღის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ. მათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 20 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით ჯანიკაშვილთან ერთად, ეტლები გადასცეს. ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" 1992 წელს დაარსდა. ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას ქველმოქმედება წარმოადგენს, რომელიც, ძირითადად, მიმართულია სოციალურად დაუცველი და შშმ პირთა დახმარებისკენ, როგორც ბავშვებში, ასევე-მოზრდილებში. აღნიშნულმა ასოციაციამ, 2015 წელს, სიღნაღის მუნიციპალიტეტს ამ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის 26 ეტლი გადასცა.
| Print |
FaceBook Twitter Google