იაკობ გოგებაშვილის გახსენება გურჯაანის ბიბლიოთეკაში
დღეს, ქალაქ გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში "დედა ენის" ფუძემდებელი იაკობ გოგებაშვილი გაიხსენეს. ბიბლიოთეკის საბაშვო განყოფილების მკითხველებმა დამსწრეებს კიდევ ერთხელ გააცნეს გოგებაშვილის შემოქმედება. ღონისძიებაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. საღამოს წამყვანებმა ლიზი ოდიშელიძე და ნინი გივიშვილმა speqtri.ge-სთან აღნიშნეს, რომ იაკობ გოგებაშვილი მათი საყვარელი მწერალია. ამიტომ დღევანდელი ღონისძიებისთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების საბავშვო განყოფილების სპეციალისტმა ნინო ჯადუგიშვილმა ჩვენთან საღამოს იდეაზე ისაუბრა. "გვინდა, რომ ბავშვებს კიდევ უფრო შევაყვაროთ ჩვენი დიდი მწერლი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი. დღევანდელი დღც სწორედ ამის გამოვლინება იყო. ასე ფორმით შევეცადეთ მიგვეტანა პატარა მკითხველამდე იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი და შემოქმედება" იაკობ გოგებაშვილს წელს დაბადებიდან 175 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1840 წელს სოფელ ვარიანში დაიბადა.
| Print |
FaceBook Twitter Google