ქართველი და ებრაელი ბავშვების კონცერტი თელავში
5 დეკემბერს თელავში 17 საათზე, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას: ისრაელის ქალაქ ნაზარეთის ბავშვთა ანსამბლი "ინბალი", თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან არსებული ანსამბლი "მზიური" და თელავის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სიმღერის წრის მოსწავლეები მიიღებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google