კახეთის გუბერნიის მთავარი სპეციალისტი ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლად ინიშნება
დღეს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ენერგოომბუდსმენი მედიას და არასამთავრობო სექტორს კახეთის რეგიონის წარმომადგენელს გააცნობს.
ამ პოსტზე სოფიო აივაზაშვილი ინიშნება.
– “იმერეთსა და აჭარას ჰყავს ენერგომბუდსმენის წარმომადგენელი. კახეთში ეს პირველი პრეცედენტია.”- განუცხადა speqtri.ge-ს სოფიო აივაზაშვილმა.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ სოფიო აივაზაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.
| Print |
FaceBook Twitter Google