კარდენახელმა სპორტსმენმა ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა
პოლონეთის ქალაქ ლოძში ძალისმიერ სამჭიდში საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა კარდენახელმა სპორტსმენმა სპარტაკ დოლენჯაშვილმა მიიღო. მან ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- "ჩემპიონატი 11 და 12 დეკემბერს ჩატარდა ბენჩპრესსა და დედლიფტში. მონაწილეობა მივიღე ბენჩპრესში, ორ სხვადახვა სახეობაში. 195 კილო ავწიე.  11 დეკემბერს ვერცხლი მოვიპოვე, 12-ში კი ოქრო, გახარებული დავბრუნდი სამშობლოში."- აღნიშნა სპორტსმენმა speqtri.ge-სთან.

ის სხვა წარმატებებზეც გვესაუბრა.

- "გასულ წელს უკრაინაში, ევროპის ჩემპიონატზე, ორი ოქრო  ავიღე, ოსტატის წოდება მაქვს 18-19 წლამდე. რეკორდი მოვხსენი, 19 წლის ვიყავი და 180 კილო ავწიე. მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა წავსულიყავი მაისში, მაგრამ ტრავმის გამო ვერ მოვახერხე. 2014 წელს საქართველოს ჩემპიონატი და ირან-საქართველოს ტურნირი მოვიგე, აგვისტოში კი შავი ზღვის თასი ავიღე."


| Print |
FaceBook Twitter Google