პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა. აღნიშნულის შესახებ განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გააკეთა.  

ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალება შეეხო როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებს. 

"მაქვს პატივი გამცნოთ, რომ დღეს, 2015 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების აქტი, რომელის საფუძველზეც შეწყალებულია 238 მსჯავრდებული. ამ 238 მსჯავრდებულიდან ქალბატონია - 18, ხოლო არასრულწლოვანი – 3. დღესვე, 25 დეკემბერს, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დატოვებს 172 მსჯავრდებული. ეს 172 მსჯავრდებული პრეზიდენტმა სრულად შეიწყალა საპატიმრო სასჯელიდან, ამ 172 მსჯავრდებულიდან 11 არის ქალბატონი და ორი არის არასრულწლოვანი. დანარჩენი 66 მსჯავრდებული,   საპატიმრო დაწესებულებებში დარჩება, მათ შეუმცირდებათ დარჩენილი სასჯელი."  განაცხადა ზვიად ქორიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google