სასწრაფო დახმარების სამსახური საგანგებო რეჟიმზე გადადის
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. აღნიშნული გადაწყვეტილება მან  სამინისტროში გამართულ თათბირზე მიიღო.

სასწარფო დახმარების გამოძახებათა გაზრდილი რაოდენობის გამო, ჯანდაცვის მინისტრმა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, სამსახურის ავტომობილები ოჯახის ექიმებს დაუთმონ , რათა დროულად მივიდნენ გამოძახებაზე. დავით სერგეენკო საკუთარ სამსახურეობრივ ავტომობილსაც ექიმებს უთმობს

"ცხელების გამოძახებაზე, რომელიც არის არარისკ ჯგუფის პაციენტებში, არ უნდა გავიდეს სასწრაფოს სრულად აღჭურვილი ბრიგადა, არამედ უნდა გავიდეს მსუბუქი მანქანა, სადაც იქნება მარტო ოჯახის ექიმი, რომელსაც შეეძლება კონსულტაციის ჩატარება.“




| Print |
FaceBook Twitter Google