არის თუ არა კახეთში გრიპის ეპიდემიის საფრთხე
2016 წლის იანვარში კახეთში გრიპის 1313 შემთხვევა დაფიქსირდა.
"იანვრის პირველ კვირაში გრიპის 494 მსუბუქი შემთხვევა გამოვლინდა, ექიმთან მიმართვიანობის რიცხვი 4 577-ია. მეორე კვირის მონაცემებით, 680 მსუბუქი შემთხვევა დაფიქსირდა, მიმართვიანობა კი 6334-მდე გაიზარდა. რაც შეეხება მძიმე შემთხვევებს, პირველ კვირაში იყო 69 და მეორე კვირაში- 70. აქედან, არც ერთი არ ყოფილა სიცოცხლისთვის საშიში. პიკს ველოდებით თებერვლის დასწყისისთვის. ჩვეულებრივი სეზონური მატებაა და ეპიდემიურ ზღვარს არ სცილდება." - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, 2014-2015 წლის მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, გრიპის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გრიპი /