გურჯაანში H1N1 ვირუსი დაფიქსირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯეოჰოსპიტალსის მრავალპროფილური კლინიკიდან ღორის გრიპის (H1N1) სავარუდო სიპტომებით,  პაციენტი თბილისში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, სადაც  მას H1N1 ვირუსი დაუდგინეს. ჰოსპიტალური დეპარტამენტის მენეჯერ რამაზ თევზაძის თქმით, ამ დროისთვი გურჯაანში მეტი შემთხვევა არ დაფისქსირებულა.

"სიცხიანი და ვირუსული დაავადებებით პაციენტების მომართვიანობამ ბოლო პერიოდში იმატა. თუმცა ამ დროისთვის ღორის გრიპი მეტს არავის აღმოჩენია. ეს ერთი შემთხვევა  იყო და პაციენტი  თბილისში გადავიყვანეთ." რამაზ თევზაძე მოქალაქეებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.

"გაანიავონ ოთახი ხშირად, არ იყვნენ დახუთულ სივრცეში. თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში  ჯობია მოქალაქეებმა პირბადე გამოიყენონ."

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიცაილური მონაცემებით საქართველოში H1N1 ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.
| Print |
FaceBook Twitter Google