"მოადგილე გზაში დარჩა"-ლაგოდეხის გამგეობა მანქანებს ყიდულობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავტოპარკს აახლებს. ავტომობილების შესაძენად 2016 წლის ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყო.

"ავტომობილები მოძველებულია. გვყავს "უაზის" ტიპის სამი ავტომობილი, რომელიც ნაწილობრივ მწყობრიდანაა გამოსული, გამგეობის საკუთრეაშია 07 მარკის მანქანაც. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის სამი მანქანა გაასხვისეს, ორი გაყიდეს და ერთი შსს-ს გადასცეს ხელშეკრულებით. გასულ წელს მუნიციპალიტეტში ას ოც პროექტზე მეტი განვახორციელეთ. ამას სწორი დაგეგმარება და მონიტორინგი სჭირდება. ჩემს პირველ მოადგილეს ძველი "მერსედესი" ჰყავს. ორჯერ თბილისში მოუწია წასვლა და ორივეჯერ გზაში დარჩა, ერთხელ სოფელშიც კი გაათენა ღამე."- ამბობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია.

მისივე თქმით, საკებულომ და გამგეობამ ნორმალურად რომ იფუნქციონიროს, 12 ავტომაქანა სჭირდებათ.

"ახალი მანქანები გადაეცემა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურებს, ერთი მანქანა ეყოლება გამგეობას სამორიგეოდ, ერთიც- საკრებულოს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოიყო. ეს არ იქნება ძვირადღირებული ავტომობილები, შეიძლება ვიყიდოთ 4 ან ხუთი, რომელთა ღირებულებაც 5 000 დოლარს არ აღემატება. ავტომობილების შეძენის საკითხი საკრებულომ განიხილა, მხარი არ დაუჭირა "ნაციონალური მოძრაობის" ორმა დეპუტატებმა. საინტერესოა, მაშინ რატომ არ იღებდნენ ხმას, მათ დროს მუნიციპალიტეტის ავტომობილები რომ სხვისდებოდა. ყოფილ დეპუტატს გურამ კაკალაშვილს კი ამ დრომდე მუნიციპალური მანქანა ჰყავს საკუთრებაში."

| Print |
FaceBook Twitter Google