ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
ჯეო ჰოსპიტალსის-ის კლინიკათა ქსელი ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას შეუერთდა.

გრიპის შემთხვევების სიხშირისა და სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის გაზრდის გამო საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

- "ვმუშაობდით 9:30-სთ-დან 5:30-მდე. სამუშაო საათები დილის 9-საათიდან საღამოს 9-საათამდე გაიზარდა. გვყავს ერთი მორიგე თერაპევტი და ერთი პედიატრი, შესაბამისად რეგისტრატორიც შაბათ-კვირის ჩათვლით. პაციენტების მიმართვიანობა ნამდვილად გაიზარდა,  მაგრამ არა იმდენად, რაც ამ სეზონისთვის არ იყო დამახასიათებელი. ასე იყო ყველა წელს, საგანგაშო არაფერია. უფრო მეტად მოგვმართავენ ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები."-განუცხადა speqtri.ge-ს გურჯაანის ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელმა დეა ცაბუტაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google