კახეთის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა
საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდა.
"გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება."- განმარტავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

როგორც speqtri.ge-ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სასწავლო პროცესის შეჩერება კახეთში ძირითადად პანკისის ხეობის სკოლებსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის  ერთ-ერთ სოფლის საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეხო.

საქართველოში სულ 2085 სკოლაა და სწავლა ამ ეტაპზე დაახლოებით 150-მდე სკოლაშია შეწყვეტილი.
| Print |
FaceBook Twitter Google