კახეთში გრიპით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
გასულ კვირას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ექიმს 6992-მა მოქალაქემ მიმართა.
მათგან გრიპის მაგვარი დაავადება 988 ადამიანს დაუდგინდა.

-"ეს არის წინა კვირის მონაცემები და რაოდენობა იანვრის მეორე კვირასთან შედარებით გაზრდილია. მოქალაქეებს ვურჩევ, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას. ვისაც ვირუსი აქვს, სახლში უნდა დარჩეს და მიაკითხოს ექიმს. სკოლებსა და ბაღებსაც ვურჩევთ, არ დაუშვან ავადმყოფი ბავშვი, რადგან გადადების საფრთხე დიდია. რეკომენდაცია აცრა, თუმცა იმუნიტეტის განვითარებას 10 დღე მაინც სჭირდება. ვაქცინა ფასიანია და სახელმწიფო პროგრამა ამას არ აფინანსებს. სახლი დღეში ორჯერ უნდა დაალაგონ სველი წესით, გაანიავონ ოთახი, სითხე მიიღონ დიდი რაოდენობით. ცხვირის ღრუ ვირუსის ადგილია და ის მაქსიმალურად უნდა იყოს დატენიანებული. შეიძლება მარილიანი წყლის ჩაშვება ნესტოებში."-აღნიშნა speqtri.ge-სთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გრიპი /