კოლაგში მცირეწლოვანს H1N1 აღმოაჩნდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მცხოვრებ, 2 წლის ბავშვს H1N1 ვირუსი დაუდგინდა. მას შემდეგ, რაც სოფლის ექიმმა ვირუსის სავარაუდო სიმპტომები შეამჩნია, მშობლებს ურჩია ბავშვისთვის ლაბორატორიული კვლევა ჩაეტარებინათ.
მცირეწლოვანს ვირუსი მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში დაუდგინდა და მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა. ამჟამად პაციენტი მკურნალობას ბინაზე განაგრძობს.

"ყვარლის რაიონში სტუმრად იმყოფებოდნენ და ეს ვირუსი იქიდან წამოიღეს. გამოკვლევების შედეგად ბავშვს ღორის გრიპი დაუდგინდა, სიმპტომები, დედის გარდა, ოჯახის სხვა წევრებსაც აღენიშნებოდათ. ჩემს შემთხვევაში უკვე სამ ოჯახში იყო ეს ვირუსი. ახლა კიდევ ერთ სხვაზე შემატყობინა მეზობელმა და შეიძლება იქაც მივიდე. სულ ვეუბნები პაციენტებს, სახლში არავინ შეუშვათ, კონტაქტი არავისთან გქონდეთ. ხელები ხშირად დაიბანეთ."-გვითხრა კოლაგის სოფლის ექიმმა მარინა სამადაშვილმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მრავალპროფილურ კლინიკა ჯეოჰოსპიტალსში ღორის გრიპის სავარუდო ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული საკითხი კლინიკის ჰისპიტალური დეპარტამენტის მენეჯერმა რამაზ თევზაძემ არ დაგვიდასტურა. მისი თქმით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

| Print |
FaceBook Twitter Google