იყალთოსა და წინანდლის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ
6 და 7 თებერვალს იყალთოსა და წინანდალში ჯანმრთელობის საქველმოქმედო აქცია გაიმართება. "გარდაბნის ჯანმრთელობის კაბინეტის" თანამშრომლები თელავის თემის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

კერძოდ, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის კვლევა, ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევა, აგრეთვე სისხლში შაქარის შემცველობის დადგენა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები დილის 9 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google