გურჯაანში გრიპით დაინფიცირებული მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია

გურჯაანში 66 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკურად მას გრიპის ვირუსი დაუდგინდა.

სავარაუდოდ მამაკაცი H1N1-ით დაინფიცირდა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის გურჯაანის ჯეო ჰოსპიტლსში უგონო მდგომარეობით მიიყვანეს. ამ დროისათვის ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

- "გურჯაანში გრიპის შემთხვევევების ლაბორატორიული დადასტურება არ ხდება, მაგრამ დიაგნოზი კლინიკურად ისმევა. ამ ადამიანს, ვისზეც თქვენ საუბრობთ, გრიპის დიაგნოზი ნამდვილად დაუდგინდა. ახველებდა, ჰქონდა შემცივნება, ოჯახში ყველა ცუდად იყო. ამ წუთში ის ჯეო-ჰოსპიტალსში გადის მკურნალობის კურსს“- აღნიშნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმმა  ეპიდემიოლოგმა მარინა კაპანაძემ.

გრიპის ვირუსის ნიშნებით პოლიკლინიკებში მიმართვიანობამ მოიმატა, თუმცა როგორც მედიკოსები ამბობენ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გრიპი /