ნაკურთხი აიფონები-"ეს იყო ხმაურისთვის გაკეთებული" [VIDEO]

"Iphone +"-ის მაღაზიის კურთხევის ვიდეოს სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა.

"Iphone +" პირველი მაღაზიაა, სადაც ნაკურთხი აიფონები გაიყიდება. ხშირად გაგვიგონია, რომ საზოგადოება ე.წ ეშმაკის პროდუქტების შეძენისაგან თავს იკავებს. ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის აზრს და ინტერესებს, რის გამოც ვაკურთხებთ მაღაზიას."--ამბობს iTV-სთან მაღაზიის მენეჯერი გიორგი მაჭავარიანი. 

"Iphone +" ფეისბუქის გვერდზე IClub Apple fan club, ნათქვამია, რომ მაღაზიაში გაიყიდება როგორც ნაკურთხი, ისე უკურთხებელი ტელეფონები.

როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია speqtri.ge-სთან აცხადებს, კომპანია საზოგადეობის რელიგიურ გრძნობებს იყენებს. "ძალიან ცუდი ჩანაფიქრებია ამ მხრივ. მიდგომა, რომ საზოგადოებაში ჰგონიათ, მობილური ეშმაკისეულია, მოძველებულია, მსგავსი დამოკიდებულება საუკუნეა აღარავის გაგვიგია. თუ ათვლის წერტილად აიღებ იმას, რომ პროდუქტი შეიძლება იყოს ნაკურთხი, ეს თავისთავად არასწორია. ასეთ შემთხვევაში ადამიანის რელიგიური გრძნობების გამოყენება ხდება გაყიდვებისთვის. მაგრამ არ მგონია, ვინმე ამ მიზეზით მივიდეს.  ბოლოს და ბოლოს, თუ ადამიანს სურვილი აქვს მანქანა, ან რაიმე ნივთი " აკურთხოს, წავა და თავის სახელზე აკურთხებს". ანუ უტრირებას ვახდენ ახლა, რა თქმა უნდა და გთხოვთ ბრჭყალებში ჩასვით. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ხმაურისთვის გაკეთებული და არა რაიმე მნიშვნელოვანი მიზნებისთვის. ხმაური ატყდა, თუ მფლობელები ამით კმაყოფილებას გრძნობენ, კი ბატონო."

| Print |
FaceBook Twitter Google