გიორგი ჩივიაშვილი: "სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებები მასკარადს დაემსგავსა"
ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" დახურვის საქმესთან დაკავშირებით, ადეიშვილის პასუხისგებაში მიცემას აპროტესტებს და შეუსაბამობაზე საუბრობს. მისი განცხადებით 2004 წლის იანვარში გენერალური პროკურორი  ირაკლი ოქრუაშვილი იყო.  ადეიშვილი კი  აღნიშნულ პოსტზე  შვიდი თვის შემდეგ დაინიშნა. 

"ეს  სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებები დაემსგავსა ერთგვარ მასკარადს.   დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ დანაშაული, რომელზეც არის საუბარი, დაიწყო 2004 წლის იანვარში, როცა ზურაბ ადეიშვილი საერთოდ არ იყო პროკურორი. ანუ ზურაბ ადეიშვილი გენერალურ პროკურორად ინიშნება 7 თვის შემდეგ, 2004 წლის ივნისის თვიდან. შესაბამისად, თუკი მას ამოძრავებდა რაიმე ტიპის განზრახვა, რომ ვინმესთვის ტელეკომპანია წაერთმია, საწყისშივე მოკლებულია საფუძველს იმიტომ, რომ წარმოუდგენელია. ოქრუაშვილის დროს იწყება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, ოქრუაშვილის დროს შედის ომეგა ჯგუფში სპეცდანიშნულების რაზმი, მიმდინარეობს გამოძიება ამ პერიოდში, ხოლო ადეიშვილი ინიშნება 7 თვის შემდგომ ამ უწყებაში. საქმის მასალები არ მინახავს, დადგენილებაში ოქრუაშვილის სახელი არ ჩანს", - ამბობს გიორგი ჩივიავილი.

მთავარმა პროკურატურამ 2004 წელს ტელეკომპანია "იბერიას" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე ბრალი ზურაბ ადეიშვილსა და გენერალური პროკურორის პირველ მოადგილე გიორგი ლაცაბიძეს  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის წარუდგინა.
| Print |
FaceBook Twitter Google