„ნაციონალები" კახეთში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ
"ნაციონალური მოძრაობა" კახეთში ელექტროენერგიაზე გადასახადის გაზრდას აპროტესტებს.
- "შევხვდით ქალაქ თელავის მოსახლეობას. ვაპირებთ, გამოვიყენოთ პროტესტის ყველა ფორმა, რათა ვაიძულოთ საქართველოს მთავრობა, არ მიიღოს ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება."- განუცხადა speqtri.ge-ს  პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის გაზრდილი საფასურის გადახდა პირველი მარტიდან მოუწევს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ დეკემბერს რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა დასრულდა. ამის გამო კახეთში ელექტროენერგიის საფასური სხვა რეგიონის ფასს გაუთანაბრდება. სოციალურად დაუცველები კი შღავთებით ისარგებლებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google