ეროვნული კინოცენტრი ბერლინალეს ბაზრობაზე
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ბერლინის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM)  წელს მეთერთმეტედ წარდგა. ევროპული კინოს ბაზრობის ფარგლებში Creative Europe-ის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა ეროვნული კინოცენტრის დირექტორთან ნანა ჯანელიძესთან შეხვედრისას განიხილეს, თუ რა გზით უნდა გახდეს საქართველო ევროკომისიის მხარდაჭერით Creative Europe MEDIA ქვე-პროგრამის სრული წევრი.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სტენდზე   კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე, მისი მოადგილე - მაია ჭილაშვილი, დისტრიბუციის და ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - დავით ვაშაძე და პროექტების მენეჯერი - ნინო შერვაშიძე მუშაობდნენ.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარი სტუმარი ქვეყანა საქართველო იქნება. ამიტომ  2017 წელი გერმანიამ ქართულ კულტურის წლად აღიარა. ბერლინის კინოფესტივალის ფარგლებში  შეხვედრა შედგა ცნობილი კინოთეატრის და ფონდსაცავის - არსენალის წარმომადგენელთან - გეზა კნოდელთან.

კინოცენტის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე ვკითხულობთ, რომ არსენალი 2017 წელს გეგმავს მისივე კინოთეკაში დაცული ქართული ფილმების რეტროსპექტივას - ნაჩვენები იქნება 60 ქართული კინონამუშევარი. დაიგეგმა ასევე არსენალის ფონდში დაცული ქართული ფილმების პოზიტივებიდან 3 ფილმის აღდგენა. თანხა ამ ფილმების რესტავრაციისთვის გერმანიის მთავრობამ გამოყო.  მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოს საელჩო გერმანიაში და ეროვნული კინოცენტრი.

ევროპული კინოს ბაზრობის ფარგლებში Creative Europe-ის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

წყარო




| Print |
FaceBook Twitter Google