ახალგაზრდული საკრებულოს შეხვედრა გურჯაანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მცირე დარბაზში,  "ახალგაზრდული საკრებულოს" წევრების შეხვედრა გაიმართა. პროექტს "ახალგაზრდული საკრებულო"  ახორციელებს  არასამთავრობო ორგანიზაცია  "ადამიანი, კანონი,  თავისუფლება."

"პროექტი "ახალგაზრდული საკრებულოები" ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.   ამ ეტაპზე ახალი მიდგომები გვაქვს და გვინდა,  რომ პროექტში ჩაერთონ 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები. (აქამდე საჯაროს სკოლის უფროსკლასელები იყვნენ მხოლოდ).  თვითმმართველ ქალაქებში, სადაც უნივერსიტეტებია, სტუდენტებიც ჩაერთვებიან.  პროექტი ემსახურება ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას,  არაფორმალური განათლების ხელშეწყობას და მათ აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას. ახალგაზრდები ჩართულები არიან იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებში. "-განაცხადა speqtri.ge-სთან "აღმოსავლეთ საქართველოს" მენეჯერმა ნიკოლოზ მაღალდაძემ.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ კახეთში "ახალგაზრდულ საკრებულოს" ახალი კოორდინატორი, დავით ჯავახიშვილი ეყოლება.

"ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, მაგრამ პირველ რიგში ინიციატივები რაიონების საკრებულოს თავმჯდომარეებმა უნდა მოგვაწოდონ. მე ვარ შუამავალი "აღმოსავლეთ საქართველოს" მენეჯერსა და მათ შორის."-გვითხრა დავით ჯავახიშვილმა.  

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ნათია გიორგაძე ესწრებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google