სოფელ უდაბნოში 4000-მდე ნერგი დარგეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში  გაწვანების აქცია მოეწყო. აქციაში „გაამწვანე უდაბნო“ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილიც ჩაერთო.

ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი ისეთი სახეობები დაირგო, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისთვისაა დამახასიათებელი და ეკოკლიმატურ პირობებთან ადვილად ადაპტირებადია.

აქციის ფარგლებში, 4000-მდე ფშატის, თეთრი აკაციისა და ჰიბრიდული თუთის სახეობის ნერგები დაირგო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება და შემოდგომაზე 2000 ნერგი დაირგვება.

| Print |
FaceBook Twitter Google