სასწავლო წელი 10 ივნისის შემდგომ სამუშაო დღეს დასრულდება
საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი განისაზღვრა. შესაბამისად  "საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში" სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, თამარ სანიკიძის ბრძანებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი. იმ შემთხვევაში თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ 10 ივნისი ემთხვევა პარასკევს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად 10 ივნისი განისაზღვრა.

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილიდან დაიწყება.


| Print |
FaceBook Twitter Google