ახალი სახეები სიღნაღის თეატრში
ხანმოკლე პაუზის შემდეგ სიღნაღის თეატრმა სეზონი განახლებული შემადგენლობით გახსნა. ნაჩვენები იყო თამაზ ბიბილურის "ვიღაცა გვეძახის".
-"ხშირად ხდება ისე, რომ მსახიობს, რომელსაც ეჩვევი და ურთიერთობები მყარდება, მერე  მისი გაშვება გენანება. იყო ასეთი რეჟისორი ლუბიმოვი, რომელიც ამბობდა: ყოველ 10 წელიწადში მსახიობები უნდა იცვალო, თუ გინდა, რომ არ გაცვდე და ახალი სპექტაკლები აკეთოო. ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა.  მივიღეთ ოთხი ნიჭიერი მსახიობი, ხათია ბრაჭული, კახაბერ ლოსაბერიძე, თორნიკე ჩეკურიშვილი და მირიან გოცირიძე. მათ გასულ წელს დაამთავრეს თეატრალური ინსტიტუტი. სხვა თეატრშიც თამაშობენ და ჩვენთანაც არიან. ბრაჭული სატელევიოზიო სერიალის მსახიობიცაა. მათმა ნიჭიერებამ ნამდვილად გამოიღო ნაყოფი, ძალიან კარგები იყვნენ. წარმოდენის დასასრულს, მოხდა სპექტაკლის გარჩევა.  მაყურებელმა აღნიშნა, რომ ეს დასი ამ სპექტაკლში უკეთესი იყო, ვიდრე წინა. "- ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში სიღნაღის თეატრის მთავარი რეჟისორი მურად ვაშაკიძე.

უახლოეს მომავალში დასი გასტროლზე მიემგზავრება ბათუმსა და ზუგდიდში. თეატრში ასევე მიმდინარეობს აღდგენითი რეპეტიციები სპექტაკლებისა: არიელ დორფმანის "სიკვდილი და ქალწული" და გურამ ბათიაშვილის " მოხეტიალე დასი", რომელსაც მაყურებელი სულ მალე იხილავს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში სიღნაღის თეატრი კანადაში ფესტივალზე გაემგზავრა.  6 მსახიობი სიღნაღის თეატრს აღარ დაუბუნდა და კანადაში სამუშაოდ დარჩა.
| Print |
FaceBook Twitter Google