4 ლარი და 80 თეთრი აღსაზრდელების საახალწლო ნობათისთვის
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება აღსაზრდელებს მიმდინარე წელს ტკბილეულის სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს.
-„მთლიანობაში ამისთვის 10 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სულ დამზადდება 2100 სასაჩუქრე პაკეტი, რომელიც ყველა აღსაზრდელს გადაეცემა. თითო საჩუქრისთვის 4 ლარი და 80 თეთრია გათვალისწინებული.“- აღნიშნა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა.

მისივე თქმით, 23 დეკემბრიდან საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. სააღმზრდელო პროცესი კი 27 დეკემბერს შეწყდება.
| Print |
FaceBook Twitter Google