ვის დაეხმარება ახმეტის გამგეობა საახალწლოდ
საახალწლოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 80 ბენეფიციარს  50 ლარიან სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს.
-"სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და 16 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვებს, ასევე მათ, ვინც თუშეთში მუდმივად ცხოვრობს. გამზადდება 80 სასაჩუქრე პაკეტი, თითოეულის ღირებულება დაახლოებით 50 ლარია. სოციალური სახლი თავის ბენეფიციარს თვითონ გადასცემს გარკვეული სახის საჩუქრებს."- აღნიშნა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნათელა ექვთიმიშვილმა.

მომსახურების შესყიდვაზე გამგეობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google