ლევან დავითაშვილი დედოფლისწყაროში მეცხვარეებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დედოფლისწყაროში, ტარიბანას ზამთრის საძოვრებზე იმყოფებოდა.

მან მეცხვარეებს დარგში არსებულ ვითარებასა და განვითარების პერსპექტივებზე მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილთან ერთად ესაუბრა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, ტახტითეფას ზამთრის საძოვრებზე ინდმეწარმე ბეჟან გონაშვილის ფერმა დაათვალიერა. ბეჟან გონაშვილი სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია.  

საწარმომ 540 000 ლარის შეღავათიანი კრედიტი მიიღო და წარმოება გააფართოვა. ივრის ზეგანის პატრიოტების ფერმაში 5000 ცხვარია, სეზონურად საწარმოში 20-25 ტონამატყლს და 40 ტონა ხორცს აწარმოებენ. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს  დედოფლისწყაროსა და სიღნაღში ბიოუსაფრთხოების პუნქტები აშენდა, 2018 წელს კი  ყვარელშიც გაიხსნება. ბოლო ორი წლისგანმავლობაში საქართველოდან  400 ათასამდე სული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა; აქედან 255 ათასი სული ცხვარი (23 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტირებულია არაბულ ქვეყნებში: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, იორდანიაში, ლიბანში, ქუვეითსა და ყატარში.

გარდა ამისა, ევროკავშირთან მიღწეული შესაბამისი შეთანხმებით, საქართველო დაემატა ეგრეთწოდებული მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელია ქართული მატყლის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი.


| Print |
FaceBook Twitter Google