დედოფლისწყაროში წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიას საფრთხე ემუქრება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლისწყაროში, ელიას მთაზე ქვათაცვენის პროცესი გააქტიურებულია და მთის მასივი იშლება.
საფრთხე ემუქრება მე-5 საუკუნის ნატაძრალზე 8 წლის წინ რესტავრირებულ, წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიას, მონასტერსა და ტაძარში მოსულ მომლოცველებს.

-"შემდეგი ეტაპი გეოლოგების მიერ ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაა, რათა დადგინდეს, დასაშვებია თუ არა, და რა მეთოდოლოგიითაა შესაძლებელი, კლდის გამაგრებითი სამუშაოების წარმოება. მომავალი სამოქმედო გეგმა სრულადაა დამოკიდებული გეოლოგების მიერ გაცემულ დასკვნაზე“, - აღნიშნეს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

ცნობისთვის, ელიას მთა და წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესია დედოფლისწყაროს მოსახლეობის მთავარი სალოცავია. ამ ადგილას, მე-5 საუკუნეში, აგებული იყო ტაძარი, რომელიც, სავარაუდოდ, მკაცრი კლიმატური პირობების გამო დაინგრა - ეს მხარე ცნობილია კირქვის შემცველი, რბილი კლდოვანი ქანებით. აგრეთვე, მუდმივად ქარის ქარი, რომელიც აშრობს და ფიტავს ქანებს. 8 წლის წინ, ელიას მთის ნატაძრალზე, დედოფლისწყაროს მოსახლეობის ინიციატივითა და მონაწილეობით კვლავ აიგო ეკლესია.


| Print |
FaceBook Twitter Google