თელავის უნივერსიტეტში დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რიცხვი გაიზარდა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წელს 3 456 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
გასულ წელს კი თელავის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 3 370-მა ახალგაზრდამ გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თესაუ-ს ორი ახალი, სამართალმცოდნეობის და ეკონომიკის, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შეემატა.

თელავის უნივერსიტეტში ასევე გუნქციონირებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული შემდეგი პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები- ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, დაწყებითი განათლება და სასურსათო ტექნოლოგია.
| Print |
FaceBook Twitter Google