პანკისის იმამი- პროვოკატორებმა ხალხის შეურაცხყოფას თავი დაანებონ
პანკისის იმამი, ბექხან ფარეულიძემ სოფელ ჯოყოლოში სალოცავის დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იმამი პროვოკაციაზე საუბრობს და მათი ხალხის მიერ რელიგიური სიწმინდეების შელახვას კატეგორიულად გამორიცხავს.
-"მინდა ვთხოვო ყველას, წინასწარ დასკვნებს ნუ გააკეთებენ და პანკისის ხეობის მუსლიმი თემის მიმართ ნუ აჟღერებენ ბრალდებებს. ჩვენ პანკისის ხეობის მუსლიმები, არასოდეს არ ვყოფილვართ სხვა რელიგიური მიმდინარეობის სიწმინდეების წინააღმდეგ, ამდენი წლის განმავლობაში პანკისის ხეობაში მდგარ სხვადასხვა ეკლესიებს არცერთი ჩვენი თემის წევრი არ შეხებია, იმ დროსაც კი, როცა პანკისის ხეობაში არეულობა იყო და პოლიციის მიერ არ ხდებოდა კონტროლი.

ჩვენი რელიგია კრძალავს სხვა რელიგიური საკულტო ნაგებობების დანგრევას და შესაბამისად, როგორც მუსლიმები, ჩვენ არანაირად არ მოვიწონებთ რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას.

დღეს ახმეტაში გაიმართა აქცია, სადაც შეურაცხყოფას აყენებდნენ პანკისელებს, მოვითხოვ, ყველა პროვოკატორმა თავი დაანებოს მთელი ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, დაეველოდოთ გამოძიებას, წინასწარ ნუ დაგვადანაშაულებენ იმაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდენდით.

ზოგიერთმა პანკისში მომუშავე მედიასაშუალებამ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით ხალხი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს პანკისის ხეობაში ეკლესია დაანგრიეს, ამან კი თავისი შედეგი გამოიღო და მორწმუნე ქრისტიანების უფრო მეტი აღელვება გამოიწვია.
მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას,ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს, რომ არ მოხდეს ხალხთა შორის ურთიერთობების გამწვავება, ეს მხოლოდ ამ პროვოკაციის მომწყობებს აწყობთ.
ვფიქრობთ, რომ ეს არის პროვოკაციული ქმედება და ამის მოთავეს ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ უნდა და ჩვენს შორის დაძაბულობის გაჩენა სურს."- ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პანკისი / იმამი /


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.