"წარმატებული თაობის“ პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
ორგანიზაცია Successful Generation (წარმატებული თაობა), სკოლის მოსწავლეებს შორის დებატებს გამართავს. ღონისძიება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 26, 27 და 28 მაისს ჩატარდება.
„დებატები ორი სახისაა- პოლიტიკური და ღირებულებითი. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლის მოსწავლეები ვართ, მონაწილეობას მივიღებთ ღირებულებით დებატებში. თემას მონაწილეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აირჩევენ. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომელიც ჩვენი ფეისბუქის გვერდზე დევს. ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს, მე ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ვარ. ამის შემდეგ გაიმართება გასაუბრება, მათ შორის ონლაინ რეჟიმშიც, რადგან ბავშვების დიდი ნაწილი რეგიონებიდანაა. შემდეგ დაიბარებენ პირველ ტურზე. მსუველებს დარეგისტრირება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. “- აღნიშნა ჩუმლაყის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ, ღონისძების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნაზი მწარიაშვილმა.

ყველა მონაწილეს ორენოვანი სერტიფიკატი და სიმბოლური პრიზი გადაეცემა, გამარჯვებული მოდებატე კი ერთი თვით ევროპაში, რეკრეაციულ-საგანმანათლებლო მიზნით გაემგზავრება.
| Print |
FaceBook Twitter Google