ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 192 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
28 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 192 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ყველაზე მეტი - 73 ადამიანი გერმანიიდან იქნა დეპორტირებული, ხოლო ყველაზე ცოტა - ფინეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
ამის შესახებ ინფორმაცია "პირველს" შსს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მიაწოდა.

ქვეყნების მიხედით დეპორტირებულთა სტატისტიკური მაჩვენებელი შემდეგია: ესპანეთი 16; საფრანგეთი
12; ბელგია 11; საბერძნეთი 11; შვედეთი 10; შვეიცარია 10; იტალია 9; პოლონეთი 9; ავსტრია 6; ლიტვა 6; დანია 5; პორტუგალია 5; ნიდერლანდები 4; ნორვეგია-3.

ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, 28 მარტიდან, საქართველოს მოქალქეები ევროკავშირის ქვეყნებში გადასაადგილებლად უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.


| Print |
FaceBook Twitter Google