ატესტატების გაცემა დაიწყო
სკოლადამთავრებულებს იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება 21 ივნისიდან შეუძლიათ.
ატესტატის მისაღებად  მათ შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის შეტანა ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

დოკუმენტი განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, საფასურის გადახდა მოუწევს. განცხადების წარდგენის დღეს ატესტატის მისაღებად აბიტურიენტი 50 ლარს გადაიხდის, მე-2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისთვის საფასური 40 ლარს შეადგენს, მე-3 სამუშაო დღეს გაცემისთვის - 30 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელს ატესტატის მიღება განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს სურს, 20 ლარი უნდა გადაიხადოს.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ატესტატი /