ნორვეგიული ანსამბლი სიღნაღში კონცერტს გამართავს
2 ივლისს სიღნაღის თეატრში ნორვეგიული ხალხური ცეკვის ანსამბლი "რაკნე“ კონცერტს გამართავს და ქართველ მაყურებელს თავიანთ ფოლკლორს გააცნობს.


კონცერტი 16:00სთ-ზე დაიწყება და დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. მასში მონაწილეობას მიიღებს აგრეთვე ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „ზედაშე“.

როგორც სიღნაღის თეტარის სამხატვრო ხელმძღვანელმა მურად ვაშაკიძემ speqtri.ge-სთან აღნიშნა, ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს.


| Print |
FaceBook Twitter Google