თელავში გამოცდაზე ორი აბიტურიენტი არ დაუშვეს
ბოლო ინფორმაციით, თელავის საგამოცდო ცენტრში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შესვლა ორმა აბიტურიენტმა ვერ შეძლო.
აღნიშნულის მიზეზი ნახევარი საათით დაგვიანება გახდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების კოორდინატორის ნუნუ ასათაშვილის ინფორმაციით,  პროცესი მთელი დღის განმავლობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და პრობლემები არ დაფიქსირებულა.  მისივე ცნობით, კახეთის რეგიონის მასშტაბით დღეს პირველ და მეორე ეტაპზე 700-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.


| Print |
FaceBook Twitter Google