აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების შეტანა 7 აგვისტოდან შეეძლებათ
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება გუშინ დასრულდა, 7 აგვისტოდან კი სააპელაციო განაცხადების შეტანის პროცესი დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიიღება 11 აგვისტოს 18:00 საათამდე,  მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge-ზე იწარმოებს.

შესაბამისად, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.
| Print |
FaceBook Twitter Google