ზიარსა და ფხოველში არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარსა და ფხოველში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო.
ექსპედიციას, პროფესორი, ქვის ხანის ცნობილი მკვლევარი, ნიკა თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობს.

-„სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს და მასში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაც იგეგმება. ზიარ-ფხოველის ქვის ხანის სადგომ-სახელოსნოს მინიჭებული აქვს კუტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სამუშაოების დასრულების შემეგ დაგეგმილია არქეოლოგიურო ობიექტის კონსერვაცია და ღია ტიპის მუზეუმის მოწყობა, სადაც მოპოვებული არტეფაქტები განთავსდება. ამ ძეგლის ასაკი, მეცნიერების ვარაუდით ერთი მილიონი წლით განისაზღვრება. აღნიშნულ ადგილებში კახეთის არქოლოგიური ექსპედიცია გათხრებს გასული საუკუნის 80-იან წლებშიც აწარმოებდა.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ზიარსა და ფხოველში არქეოლოგიური სამუშაოები უკვე სამი წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს და კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google