საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება.
თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება”.

მიმდინარე წელს 15 სექტემბერი დასვენების დღე არ არის, შესაბამისად, სწავლა პარასკევს, 15 სექტემბერს დაიწყება.

ცნობისთვის, საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / სწავლა /