თელავის ორ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თელავის #3 და #5 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის, 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

თელავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თინათინ ხანჯალიაშვილის ინფორმაციით,  ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე სველი წერტილები მოწესრიგდება და გამოიცვლება კარ-ფანჯარა. ამ ეტაპზე, აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში კი რეაბილიტაცია დაიწყება.

თელავის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება.

| Print |
FaceBook Twitter Google