პედაგოგების ტრენინგები მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობისთვის
სკოლის ბაზაზე საწრეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. მასწავლებლებისთვის ტრენინგები დაიწყო.
პროექტს „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ახორციელებს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სკოლების ადმინისტრაცია, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები იღებენ.

პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა თვითრიალიზაციის ხელშეწყობას და მათ ჩართვას სასკოლო აქტივობებში. ტრენინგების ციკლი 4 თვის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაიმართება და მასში მონაწილეობას 500 ადამიანი მიიღებს.

„რეგიონული კლუბების/წრეების პლატფორმა გულისხმობს მასწავლებლების მომზადებას, იმისათვის რომ მათ შეძლონ მომავალში კლუბების ან წრეების თავიაანთ სკოლაში და განავითარონ არაფორმალური განათლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს იმ სოციალური კომპეტენციების განვითარებისათვის მოსწავლეებში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ცხოვრებაში,“ - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და დებატების ინსტიტუტის წარმომადგენელმა თინათინ ცერცვაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google