პოლიციამ ახმეტიდან გაუჩინარებული 86 წლის მოხუცი იპოვა
სამართალდამცველებმა, ახმეტიდან გაუჩინარებული 86 წლის ოლია კაცელაშვილი სოფელ ზემო ალვანში იპოვეს. ეს ინფორმაცია speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. 

ოლია კაცელაშვილი სახლიდან 5 ოქტომბერს გავიდა და პოლიცია მას შემდეგ ეძებდა. მოხუცს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
| Print |
FaceBook Twitter Google