სცადა თუ არა გურჯაანში მეთორმეტე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა
Speqtri.Ge-ს რამდენიმე წყაროს ინფორმაციით,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის  მეთორმეტე კლასის მოსწავლე საავადმყოფოში თავბრუსხვევითა და საეჭვო სიმპტომებით მოათავსეს. წინასწარი ინფორმაციით,მან დამამშვიდებლები გადაჭარბებული დოზით მიიღო.საქმეში უკვე ჩაერთო პოლიცია, როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
| Print |
FaceBook Twitter Google