სოფელ აკურის სკოლაში იატაკი ჩაინგრა და მუშა დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დროს იატაკი ჩაინგრა, რის შედეგადაც მუშა დაშავდა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.  მამაკაცმა ხერხემლის დაზიანება მიიღო, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google