70 წელი სიღნაღის მუზეუმის დაარსებიდან
დღეს, სიღნაღის ეროვნული მუზეუმის დაარსებიდან 70, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებიდან 10 წლის იუბილე აღინიშნება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა. 

-"წლევანელი წელი ორმაგად საიუბილეოა, რადგანაც აღვნიშნავთ სიღნაღის მუზეუმის დაარსებიდან 70 წლისთავს, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებიდან 10 წლისთავს. 10 წლის განმავლობაში სიღნაღის მუზეუმი ჩვენი რეგიონისთვის და ზოგადად საქართველოსთვის წარმოადგენდა საკმაოდ სერიოზულ კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუციას, ყოველწლიურად გვყავს მზარდი რაოდენობის ვიზიტორი. ამ ხნის მანძილზე გვქონდა წარმოდგენილი ისეთი გამოფენები, როგორიცაა დასავლეთ ევროპის ფერწერა, ლადო გუდიაშვილის მხატვრობა, მარინისტული პეიზაჟი და ა.შ. ვუმასპინძლეთ საერთაშორისო პროექტს „პიკასო საქართველოში“. ხელს ვუწყობდით ასევე ადგილობრივ შემსრულებლებსაც თავიანთი შემოქმედების წარმოჩენაში. - აღნიშნა speqtri.ge-სთან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ეროვნული მუზეუმის მმართველმა მარიამ ინანაშვილმა.

დღევანდელ ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სხვა დამთვალიერებლები ესწრებოდნენ.  


| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.